პოეზია · ლირიკა
მეფე თამარ
დაგეკონები კალთაზე, გულზე,ჩემს ლამაზ მეფეს და მხედართმთავარს,მთის ყვავილებით ამივსე უბე,შვიდგზის მნათობო, დედაო თამარ!.ყოველ ნაბიჯზე მეწევი თურმე,და როცა ტკივილს ვეღარ ვიურვებ,შენ მიმსუბუქებ საზიდავ ურმებს,ხარ ჩემი შემწე, ჩემი მეურვე..შენი სახელი ჩემს გულისპირზეძალზე ფაქიზად მოქარგულია,და ჩემი სუნთქვა, როგორც ყვავილი,შენს ხელისგულზე ფეხმორთხმულია!.