↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა ქეთევანი

ლარცულიანი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1441 ნახვა

—
ტკივილით ვბერდები, დედაო ქეთევან,როდესაც ვკითხულობ წიგნს შენი წამების,ჰოი, ალექსქნდრე! და ჰოი, ლევანი!ტირის ნორჩ ვენახში მოკლული მტევანი!როგორ დასერილა ოცნების ყვავილი,და ცხელ ჭრილობებზე მოყრილა მარილი,შენი მოღერილი ყელია საყვირი,მაღლა აღერილი და ძირს არ დახრილი..აჰა, ხერხემალში გავიდა მახვილი,მახვილი,ღვთიური ცეცხლის და მარხილიშორეთს მიგამგზავრებს,ცა გადალახულა, ახლოა ნაპირი..რა ტკბილად მტკივდები,დედაო ქეთევან,რა ტკბილად მტკივდები, მტკივდები იქამდე,ვიდრე ცრემლის ნაცვლადთვლებით ავტირდები,და ცეცხლის ტივები,შენს ხატთან მტკივნეულსარ მომაცურებენ!თაფლის სანთელივით შენს წინ დავინთები,თან მომაქვს ვედრება, ვით ძველი მზითვები,და მე ამ ვედრებას აქ შევენივთები!შენ, ჩემო კიბეო,ჩემი საქართველომაღლა აზიდეო,კიდით და კიდეო,კიდევ და კიდეო.შენ, ჩემო კიბეო,მზე ჩაგვიკიდეო,და კლდის ბილიკებზეხელი ჩაგვკიდეო!....გულში გაიშალა ოცნების ყვავილი,და ყელში აყვირდა მაღალი საყვირი,დედა ქეთევანი გვეძახის ქართველებს,და ოქროს თითებით ნელ-ნელაგვამთელებს..ღმერთო, შენ გვიშველე!ღმერთო, გაგვათენე!

ლარცულიანი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი