↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცოტნე დადიანი

ლარცულიანი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1437 ნახვა

—
ტანზე თაფლს ისვამს მართალი ცოტნე,დიდ მოედანზე წვება ხალისით,ღმერთო,მაღალო და ყოვლისმცოდნევ,ეს რა სასწაულს ხედავს ანისი!`კაცი კეთილი,სრული საღმრთოთა,ბრძოლათა შინა სახელიანი”,თავად მივიდა და ტყვედ ჩაბარდა?!_კვირობს ყოველი ადამიანი.რა ერთგული ხარ, რა დიდი ცოტნე,თვით სიკვდილს მუსრავს გული ღვთიანი,გიმზერთ და სისხლით ვტირივართ ცოდვებს,და ვხდებით ერთნი და ერთიანი!ჩვენ ანისივით გვეწვის ფერდები,გულში მზე დგება და თან მწიფდება,დიდდება სისხლი და ნაკადებიჯიშით ივსება და იწმინდება!.მართალო ცოტნევ, გიცი და ვიწვი,მსურს ვიყო შენებრ სახემზიანი,,,კაცი კეთილი, სრული საღმრთოთა,ბრძოლათა შინა სახელიანი’’!

ლარცულიანი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი