↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წმიდა გიორგი

ლარცულიანი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1436 ნახვა

—
შენ ხარ მზის ბოკვერი, ხმალი არდახრილი,მხრებით დაატარებ ვარსკვლავის მოსასხამს,შენი სახელია ორპირი მახვილი,და თუ მოგიწოდე, თეთრ მხედრებს მოასხამ!ციდან მოგაქროლებს ღრუბლის ბედაური,ჰაერში რომ ტოვებს ცეცხლის ნაფეხურებს,წმინდაო გიორგი,იბერს რომ ჩაუვლი,თავზე მოწყალების ფარად დაგვეხურე!შენს მზერას ვერ უძლებს ვერცერთი წარმარ-თი, ვერცერთი მგმობელი წმინდა სამებისა,შენამდე გზა არის სინათლის აღმართი,თავს გადგას გვირგვინი ია-სამ-ნებისა...მახსოვს, შენი სისხლი მზის თასში ჩაღვარეს,თავზე დაგახვიეს გუნდი ქნარებისა,ყველამ ქვეყანაზე თავები დავხარეთ,გვესმოდა ქუხილი ცათა ზარებისა!შენ ხარ მზის ბოკვერი, წმიდაო გიორგი,მხრებით დაატარებ ვარსკვლავის მოსასხამს,ქვეყნად ჩვენი ბრძოლა გახდება იოლი,თუ ანგელოზების დიდ ლაშქარს მოასხამ!...დღეს ქრისტეს მხედრებისაომრად გვაწვიე!წმიდაო გიორგი,ეჰა, შეგვეწიე!!!

ლარცულიანი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი