პოეზია · ლირიკა
წმიდაო ანა
სადღაც კვიცივით გამიხტა ძალა,წავიდა ჩემგან სიმხნევე სულის,ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა,შენ დამიფარე, მე – მარტოსული!სურვილი ჩემი შენს თვალწინ დავრგე,იმედით მოვრწყე იმისი ველი,და ამ ზაფხულზე, ვით პურის ყანებს,მოსავალს ჩემსას ველი და ველი...გულს მეფინება ღიმილი შენი,ხარ ჩემი ჩერო, სიცხისგან მცველი,და ნიავური მოლამუნება ნაზად მომთიბავს,ვით თავთავს — ცელი...ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა,შენს ხატთან მე ვარ ფრთხილი და ნელი,ჩემი თვალები იხრება დაბლა,და ხდება თბილი,და ხდება სველი!ყელს მომეხვია ნუგეში შენი,ვით ყელსაბამი თხელი, ნარნარა,ვიგრძენი შენი მე იავნანა,ღვთისმშობლის დედავ, წმიდაო ანა!