↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წმინდა ნინო

ლარცულიანი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1437 ნახვა

—
ნინო,ნათელო, ცადაფენილო,ჩამოფენილო სულის ბუდეში,მე შენს სიყვარულსფრთხილად ვინახავ,ფრთხილად ვინახავ,გულის უბეში.მივეახლები წმინდა მაყვლოვანს,აქ ჰაერია შენი ნალოცი,გულს გადაგიხსნი,როგორც სალოცავს,შენ გამომიშვებასგზის დალოცვილს!გარს შემოვუვლი პატარა საყდარს,ხის ქვეშ შეყუჟულს,მტრედის ბარტყივით,და მომწყურდება მე შენი ნახვა,ცისკრის ლოცვაზეწრფელი ბალღივით!შევალ სიონში და სურნელებაშემომეფრქვევა ვაზის ჯვარისა,შემომენთება მხებზე კოცონი,როგორც მეომარს დიდი ჯარისა!თმაო, შემკვრელო ვაზის ლერწისა,ასე შეკარი სამშობლო ჩემი,გადაატარე ხიდზე ბეწვისა,შემოარიგე ჩვენთან გამჩენი!ნინო, ნათელო, ცადაფენილო,ჩამოფენილო სულის ბუდეში,მე შენს სიყვარულს,როგორც მაყვლოვანს,ვახარებ ჩემი გულის უბეში!..

ლარცულიანი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი