პოეზია · ლირიკა
* * * თავად ცხოვრებამ
თავად ცხოვრებამ გამხადა ურჩი,თავად ცხოვრებამ გამხადა ურჩი,გზას მშვიდობისას დავეძებ მოკლეს,მე ორიათას რვას გადავურჩი,თუმც იმის შემდეგ მრავალჯერ მომკლეს!
დღესაც ნამუსის გასარეცხად ისეც გაწვიმდა,წამალს მოველით, საწამლავი თუმცა დავთესეთ,უსაქმურობით ჯოჯოხეთში ეშმაკს ჩასთვლიმა,მის საკეთებელს ახლა ხალხი თავად ვაკეთებთ.
* * *საკუთარ ტკივილს თუ არ გამოცდი,სხვისი - გულზეც არ მოგეკარება,როცა ქვეყანას მართავს ქაოსი,ის უფსკრულისკენ მიექანება!