↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვა-ვედრება "მზეო მარიამ”

სურმანიძე აკაკი

2018-06-121 წთ საკითხავი1224 ნახვა

—
ოთარს
მარად ქალწულო,ღვთისმშობელო,მზევ სულთა ჩვენთა,როგორც წყურვილით გათანგული ყარიბი მგზავრი,მოვდექი თხოვნით, მოწყალების შენგან მსურველი,რათა ლოცვაში გაგიმხილოსაქვეყნო ჯავრი:
წრფელი ხარ შენ დაუცილოა განზრახვა შენი.ერთხელ მოხედვაც სასოების საწინდარია!როდის იქნება მოიბრუნონ სული მაშვრალთა,მოიღე დედის მზრუნველობა,`მზეო მარიამ!~
მოიღე შვება,სამართალი მოიღე შენი.ეს უზნეობა მეტისმეტი და საკმარია!მოჰმადლე ნიჭი თანაეძმოს ქართველს ქართველი,მშობელი ქვეყნის სიყვარულში,`მზეო მარიამ!~
ამგვარ სიცოცხლესსულის გვემა დაჯვარცმა ჰქვია,ჯვარცმულისათვის ხორცი რაღა მოსახმარია,ბრალია, დედავ, ესე სამწყსო, - წილხვედრი შენი,ღვთის მეოხებას ნუ მოაკლებ,`მზეო მარიამ!”
დიდება შენდასახიერო,რჩეულო ზეცით,ხატება შენი მშვიდია და ისევ წყნარია.რას იტყვის ნეტავ თვალთა შენთა დიდსულოვნება,ჩვენს მოთმინებას თუ არა Hჰგავს,`მზეო მარიამ!”
მარად ქალწულო,მოწყალეობედით დევნილთა,ლოცვა – ვედრებით თავი ჩემი მომიგვარია,იქნებ ერთხელაც ვიზეიმოთ სულის მშვიდობა,ოდა გიმღეროთ,ამინ,ამინ,`მზეო მარიამ! ”

სურმანიძე აკაკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი