↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხარების ნათელი

მამა გიორგი(ოდიშვილი)

2020-07-121 წთ საკითხავი1206 ნახვა

—
ხარების ნათელი სანთლებად აუვლისამ ვარდებს, ამ აპრილს, ამ სივრცეს, ამ სიოს,დიდება ღვთისა და ჯვარცმული მამულის,აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,რომ ცოდვის სოფელი ცას მიესაუბროს,ცოდვილთა მაგიერ რომ სისხლი აქციოს,სამწმინდა არსების, სამწმინდა საუფლოსდიდება, დიდება, აქსიოს, აქსიოს,რომ სხივად შეენთოს იბერთა საცხოვარს,იქ ბანას, იქ ტაოს, აქ ჯვარს და აქ სიონს,დიდება მხსნელსა და წამებულ მაცხოვარს,აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს,ვით ვარდის ფურცლობა, ვით ოქრო ცურვილი,სიკვდილით სიკვდილი სიცოცხლედ აქციოს,დიდება ღვთისა და სიმართლის წყურვილის,აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, აქსიოს.

მამა გიორგი(ოდიშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი