↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის ცრემლი

მამა გიორგი(ოდიშვილი)

2020-07-121 წთ საკითხავი1197 ნახვა

—
თქვენ იმას ხედავთ, გულქვა კაცებო,რაც დღეს არის და ხვალ არ იქნება,რასაც თქვენ ხედავთ, ის არ არსებობს,არსებულს ცრემლით უნდა მიგნება...თქვენ რაც არ იცით, იცის ბალახმადა მაინც ბალახს თელავთ ფეხებით,აზრი აქვს მხოლოდ იმის დანახვას,რასაც ცრემლიან თვალით ვეხებით.თვალში ნაცარიც რომ შემაყარონ,გრძნობა შემრჩება თავისუფალი,პოეტის ცრემლში ვხედავ სამყაროს,ცრემლის წვეთშია თვითონ უფალი

მამა გიორგი(ოდიშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი