პოეზია · ლირიკა
გიჟის ცრემლებით
პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?შეშლილთა სახლის შესასვლელთანგავჩერდი დიდხანს,რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.გააორკესტრა ბედმა უკვე ჩემი წამება,გისოსებიდან იხედება ხმელი ჭადარი...შეშლილ დღეების მწუხარებას ეწამწამებაგული მოკლული, ნატანჯი და ნაავადარი...ვიდექი დიდხანს, ჩემში ვიღაც შოპენსუკრავდა,(გრძნობა თუ შეგრჩა, კაცი ამ დროსმოიცელები)...ტკივილს მოწოლილს ვერ გაუძლო,ვერ გაუმკლავდადა ის ატირდა ვეტერანი გიჟის ცრემლებით.პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?შეშლილთა სახლის შესასვლელთანგავჩერდი დიდხანს,რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.