↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მისი უწმინდესობის, მამისა ჩვენისა ილიასადმი

მამა გიორგი(ოდიშვილი)

2020-07-121 წთ საკითხავი1203 ნახვა

—
უძღები ერის მამა შენა ხარ,მამა კოლხთა და მამა იბერთი...შენს გამძლეობას დრო ვერ შელახავს,თუმცა კი თეთრად ჩამოგვიბერდი.ქვიშა დარჩება, წყალნი მიდიან,უფალმა იცის, ვის რა ადარდებს...შენ საქართველო გულში გინთია,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.დრო დადგა მტერს და დუშმანს მიეზღოს,მხრებით ხომ ზიდე უგნურთა ტვირთი.გახსოვს, შობა დღეს, როგორც იესოჩემთა ცოდვათა გამოც ატირდი.შენს გულს და გრძნობას დრო ვერ შელახავს,ერის მამობა ძნელზე ძნელია.საქართველოსთვის მოსე შენა ხარ,საქართველოსთვის შენ ხარ ელია!

მამა გიორგი(ოდიშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი