↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც მადლობას

მამა გიორგი(ოდიშვილი)

2020-07-121 წთ საკითხავი1201 ნახვა

—
ჩემი სიცოცხლე არის ხანძარი,შემოქმედების ცეცხლით ხარება.სულო ბოროტო, ვერ გადამძალეს,წყეულო, გიჭირს ახარხარება.მტანჯავ და მტანჯავ, მაინც ვერ სცხრები,რადგან აპრილი ჩემთვის აპრილობს,ეს სიმღერები, როგორც მერცხლები,გულიდან მინდა ამოვაფრინო.მიმატებ დღეთა უსინათლობას,შხამი იღვრება შენი პირიდან,მაგრამ სიცოცხლეს, როგორც მადლობას,სიმღერით მაინც ღმერთთან მივიტან.

მამა გიორგი(ოდიშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი