↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაწმინდის თოვლი

მამა გიორგი(ოდიშვილი)

2020-07-121 წთ საკითხავი1197 ნახვა

—
თოვლი მოდის... თოვლი მოდის, ოფელიათოვლში თეთრად იძირება ქალაქი,შენც სითეთრე, რა სითეთრე მოგფენია,მიატოვე ცივი ძვალთშესალაგი.თოვლი მოდის...ახლა უკვე სულერთია –საიქიო სააქაო რაც გინდა,დღეს თბილისი ამ სამყაროს სულეთიადა სულების ტაძარია მთაწმინდა.შენც ამ თოვლში თეთრ შროშანასჰგავხარ, ოდენ,თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო,ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ,ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო.თოვლი მოდის, ყური უგდე, ოფელია,მთაწმინდაზე სულთათანას გალობას,თბილისს თეთრად უფლის კვართი მოჰფენია,დაივიწყე ბედის უმოწყალობა.ზეცის ნედლი ფირუზები მეფინება,სადაც გაჰქრა ბედი ნატალახარი,თოვლი მოდის იებად და ზეფირებად,სულთმოფენა არის ახალთახალი.ჩემი სული სიყვარულით შეშლილია,ჩემი სული ახლა ამ თოვლს ედრება,სიმარტოვის უკვე აღარ მეშინია –შეისმინა ზეცამ ჩემი ვედრება.შენც ამ თოვლში თეთრ შროშანასჰგავხარ, ოდენ,თვალისათვის თუმც არა ხარ საჩინო,ამ თოვაში, ოფელია, გიხაროდენ,ხორცით ყოფნა არც ყოფილა საჭირო.

მამა გიორგი(ოდიშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი