↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭმუნვარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
როცა მზის სხივი უკანასკნელიმოსწყდება მყინვარს და მიიძინებს,როცა ბუჩქებში ნიავი ნელინაზად და წყნარად წაისისინებს,როცა ბულბული საღამოის ჟამსმიდამოს უმღერს მომხიბვლელ ნანას,როცა სიჩუმის ღმერთი დარაჯადციდან დასცქერის მთელსა ქვეყანას;როცა ტბის ფსკერში ჩაიქარგებასახემიბნედილ მთვარის ღიმილი,დედავ ბუნებავ! იმ დროს მხოლოდ მერისთვის გამირბის ნეტარი ძილი?ოჰ, ვინ დამწყევლა, გარეწარივითტყის სიღრმეში რომ დავეხეტები?ან აჩრდილივით რად მიდგანან წინგარდაუვალი და ჩუმი მთები?წყეულ იყოს ის შავბნელი წუთი,როს ის ვარსკვლავი ცაზე ჩნდებოდა,სადაც ეწერა, რომ ჩემს განწირულსსულს მოსვენება არ ღირსებოდა,რომ სიყმაწვილის მჭკნარ ყვავილებზეარრა მშთენოდა წყლულთა მალამოდ,რომ ჩემს ოცნებას აუსრულებელსდავთხოვებოდი სამარადჟამოდ.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი