↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭოტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
მოკლე და მსხვილი ტანი მძინარ ბაღს დაჰყურებდა.არ ირხეოდა თავი მძიმე და დაბურდული.ჩამოშვებული ჰქონდა თმები ვიწრო ყურებთან.ნისკარტი ჰქონდა მოღუნული, როგორც შურდული.თვალები იდგა ყვითელი და უზარმაზარი.ფრთებში უყელოდ ჩამჯდარ სახეს ეფინა ჩრდილით.ბანჯგვლიან ფეხებს ბასრი ბრჭყალი ეკრა საზარი.ის ტყეებიდან ჩემს ფანჯარას მოაწყდა დილით.დღის სინათლეზე გამოსული ღამეთა ჭოტი!მას ეშინია სინათლის და მაინც გამოდის!ცივი კივილი ისმის მისი, ვით ყალბი შფოთი,ცრუმორწმუნეებს რომ აშინებს დღით საღამომდის.დედამიწაზე უხერხულად გრძნობს თავის ყოფას,იგი ვერაფერს ვერ მიმხვდარა, მაინც ავია.და გულმოსული, ტანჯვით იტანს შეურაცხყოფას,სისხლის მსმელია, მაგრამ მაინც საცოდავია.უყვარდა ბნელი მღვიმეები და ხის ფუტურო,ყორნების მიერ მიტოვებულ საბუდარებით,თავს ფრინველები რომ ესხმიან, სასაყვედუროიმათზე რა აქვს ან რისხვითა ან მუდარებით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი