პოეზია · ლირიკა
ფშავლის სიყვარული
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ისეთი ვიყავ, ძმისაო,როგორც შავი კლდე, სალია,ვამბობდი, ჩემი ნებაა,ჩემის გულისთქმის ძალია...მაგრამა ვნახე ლაშარსაერთი ტან-მომცრო ქალიო,იმ წბილასავით წვრილამაგულში დამინთო ალიო.ჯერ-კი პირდაპირ დამკვლია,თვალს გამიყარა თვალიო,გატეხა გულის საფარი,გაუტეხელი რვალიო;მემრე -კი გადამეთხია,ვერ გაუკვლიე კვალიო, -ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,მემრე - ლამაზი ქალიო!ვუბარებ, შუაკაცს ვგზავნი:ქალ, ნუ მიმირბი შორადა,შენგნით უხარჯროდ დაჭრილსა,გული გამხდია ორადა.რად გამჭერ, თუკი მორჩენითარ გამიხდიდი მონადა?თუ შენ ის გინდა, რო მომკლა,გადავილიო კლდეზედადა შენ ცბიერის თვალებითშენს უნდავს უჯდე გვერდზედა?გკოცნიდეს, ინაბებოდე,ღილებს გითვლიდეს მკერდზედა?!კაცის ქალისგან დაჩაგვრასარა სწერს ჩემი რჯულია;დიაცის დაწუნებულსასჯობს, რომ არ მედგას სულია!მკლავნიც ნუ მსხიან ტანზედა,ჭიათ დამიხრან გულია!..მაშ ხმალს რად ვირტყამ წელზედა,თავზედ რად მხურავს ქუდიო,თუკი გავიგო სწორთაგანჩემზედ ნათქვამი ცუდიო?!ვერ შამაშნებს ციმბირი,ვერც ნაჩალიკი-სუდიო!წავალ და სადაც ცქიფათიხევში საკრეფი წყალია,იქ ჩამაივლის თულიხითთინიბექაის ქალია.უნდა გადვუხტე გზაშია,სიტყვა ვესროლო ცხარიო,დავტაცო გიშრის ნაწნავი,გულს დავაბჯინო ხმალიო,ცხენის გავაზედ მოვიგდო,სდიოდეს ცრემლი მწარიო,შუაღამისას ჩარგალსაგადავიწერო ჯვარიო.მემრე მოიდეს სადაოდთუნდა ოსმალთა ჯარიო, -ქალს არვის წააყვანინებსზაზულაია ხარიო!
1886