↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფშავლის სიმღერა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12787 ნახვა

—
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,გრძნობა-მიხდილი ლეშია,კიდევაც მიდუღს ვაჟასამთიური სისხლი მკერდშია.რად-რა დავკარგავ იმედსა?რად-რა ჩავიცვამ შავებსა?რა მაქვს მე სამგლოვიარო,ვენაცვლე შენსა თვალებსა?!სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,შევყურებ მზეს და მთვარესა,შენს სიბეჩავეს დავაცვეთჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.თუ გიღალატო, დედაო,ნუმც დავიმარხო მთაშია,ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისახმალი სატირლის თავშია.
ნუ დამიტიროს ქალ-რძალმასაკაცეზედა კარშია;შავეთში გამგზავრებულსაცხენი წამექცეს წყალშია;ქვეყნისგან შაჩვენებულმაბინა დავკარგო ცაშია,გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!
1886 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი