პოეზია · ლირიკა
ფშაველი ჯარისკაცის წერილი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
გულ-მკერდიმც აგიყოვდება,დედაო, ია-ვარდითა!თვალებს ნუ ითხრი ტირილით,გულს ნუ ისერავ დარდითა!ვინც დავიჭრენით, გამოვრჩით,კიდევ ცოცხლები დავრჩითა.ხვალ ისევ ომში გვიწვევენგაკვირვებულნი გარჯითა,თამარ დედოფლის ბარტყებისგულოვანობით, მაჯითა.ვცდილობთ, რომ საქართველოსავუშველოთ ჩვენის ხარჯითა.სამშობლოს ბედნიერებაარ გვსურს ვიყიდოთ ვალითა,ნაღდს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს,ნამუსი დავიცავითა.რუსეთში მყოფი ვნატრულობ,სამშობლო ვნახო თვალითა.ერთი რამ უნდა გაუწყო,გავკვირვებულვართ ამითა:როცა ომი გვაქვ ქართვლის ჯარს,ნათელი გვიძღვის ღამითა;კაცი რამ ლურჯცხენიანი,ამოღებულის ხმალითა,მაღლიდან თავზე დაგვბრუნავსტურფა იერით, ტანითა.სახე აქვს შავად მოცულიმას დიდის კაეშანითა.ეს ჩვენი ჩუმი მფარველილაშარის ჯვარად ვსცანითა.როცა მისწყდება თოფის ხმადა ზარბაზნების გრიალი,გრძნობები დამიყუჩდება,არ მესმის ბრძოლის ზრიალი,ფიქრით შინა ვარ... საჩეჩლისკბილების მესმის წკრიალი.გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფარტენასცრემლი გისველებს ტიალი!ეგ ხო ჩემ საჩოხედ გინდა!ნაკურთხი დედის ცრემლითაარ გაიჭრება მახვილით,არ დაიწვება ცეცხლითა.რა დიდი ღამე გასულა,შენ კი სძილ-ფხიზლობ კერაზე!ეგ შენი გლოვა უფალმა,ვსთხოვ, შაგიცვალოს მღერაზე!მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:საჩხუბრად, სისხლის საღვრელად,თოფის, ზარბაზნის სროლაზე.ნეტავ, თუ არ გვატირებენბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე?!ნეტავ, თუ დაგვიფასდებაქართველთა შვილებს ამაგი, _არ იქცა საყოვ-ყორნედაჩვენი ლამაზი ალაგი.მშვიდობით! დაჰკრეს საყვირსა,კვლავ მეძახიან ბრძოლაზე:საჩხუბრად, სისხლის საღვრელადთოფის, ზარბაზნის სროლაზე.მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებსლაჩარის შვილის ყოლაზე.