პოეზია · ლირიკა
შემოდგომა ანანურთან
გზა სპირალივით ზედიზედ უხვევს...არ ჩანხარ, მაგრამ გადმომდგარ მუხებსდა მწარე კვამლით გაჟღენთილ შუკებსშენი იმედი ეტყობათ უკვე.
მადლობელი ვარ მწარე კვამლისთვის.მადლობის მეტი რა მეთქმის ახლა.მადლობელი ვარ და ამ კვამლივითმეც შეუმჩნევლად მივიწევ მაღლა.
და ცა მხურვალე, როგორც ღუმელი,ჩემს სასარგებლოდ ჩემდება დღესაცდა სრულყოფილი ხდება დუმილიც,სიტყვაც და საქმეც,ცრემლიც და კვნესაც...
გზა სპირალივით ზედიზედ უხვევსდა კიდევ მრავალ ხასიათს შეცვლის...თითქოს სექტემბრის ფერადი ცეცხლიცსილამაზისთვის ედება მუხებს.
როგორც დანგრეულ ტაძრის სვეტები,დგანან მუხები (დე, იდგნენ მარად).მე მუხის გამხმარ ფესვზეც ვეტევი,მეც და მდინარეც, მზეცა და ფარიც.
ნეტავ შემეძლოს ფარის გადენა,ვის რაში უნდა, რაც უკვე უთქვამთ...და ჩემი სული, როგორც ანტენა,იჭერს გარდასულ ხმასა და სუნთქვას.
და მუხის ფოთოლს მიაფრენს ქარი,მდინარის პირას გაზრდილი ქარი,მდინარესავით მხნე და კეთილი...ხოლო ფოთოლი სისხლის წვეთივითმეცემა გულზე...და გულით მიმაქვს,როგორც ბრძოლებში გამდნარი დროშა...და აი, უკვე იწყება წვიმაცდა შენი თეთრი გუმბათი მოჩანს.
1963