↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბრბოს კაცი

ლობჟანიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2486 ნახვა

—
სასაცილოა ეს სიყვარული —სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.მე ბრბოს კაცი ვარდა ბრბოს ფუსფუსირა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,თუმც, კიდევ კარგი,რომ წმინდანივითშუქი არ მადგას შარავანდედად.და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,რომ არასოდეს დაგიზეპიროდა არ მომბეზრდეან შენგან წყენაგულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...ასე უბრალოდ და გამეტებითყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;მე ჭინჭარი ვარ...ვაზივით მკერდზევერ დაგესხმებიმაღალ მტევნებად...ვნების კვირაადა უფალს, ალბათ, არა სცალია —ჩვენთვის —
ევნება...შენ ტირი...მე კი ვერ ამიჩვილებასე უბრალოდ გულს:ბრბოს კაცი ვარ...ისიც არ ვიცი:ტირი თუ შენიმწვანე თვალების ფერფლი მაცვივა.
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი