პოეზია · ლირიკა
მამაწმინდა
ართვინიდან დავინახემთასოფელი _ მამაწმინდა,აფუტებულ ოდა-სახლებსხან ათოვდა, ხან აწვიმდა.
ღამდებოდა ზამთრის ღამედა ჭოროხის ჩხუბით ჩავლასჩავცქეროდი, თან საამოდვეხვეოდი ყადირ ხალვაშს.
იქ სოფელი მამაწმინდა,მგონი რაღაც ნაღველს მალავს,არა მთიდან, თითქოს ციდან,გვიცქეროდა ჩვენ _ ორ ხალვაშს.
შევცქეროდი საჯვარეთს დახინწკალას თუ დაბაკეთილს,მთელ იმერხევს, საქართველოს _თვის ასწლობით გადაკეტილს.
ამნაირი მკაცრი განცდისსიავკარგეს ვინც გაიგებს,ის გაიგებს ქართველ კაცისსიმდიდრეს და სიღარიბეს.
1989