პოეზია · ლირიკა
* * * "შენ უკვე სხვა ხარ''
შენ უკვე სხვა ხარ, შენ ხარ კედელი,შედუღებული ბილწი ოცნებით,მე კი მაგ მკერდზე ტანალეწილივაზის ლერწივით შეგაცოცდები,შენ უკვე სხვა ხარ, ის აღარა ხარ,გაზაფხულის მზის სხივივით ანცი,ვით ფოთოლცვენა, მიეფინებიგანვლილ გზებსა და გასავლელ მანძილს,მე კი მიყვარხარ, არსად წავსულვარ,მუდამ შენს გვერდით ვდგავარ აქავედა დასანგრევად გადახრილ შენს სულსჩემი დაღლილი სუნთქვით ვაკავებ.რა უნდა გვითხრას ამ შემოდგომამ,ვინ დაუჯერებს წვიმებით შეშლილს,ის ხომ იმაზე მეტს ამბობს მუდამ,ვიდრე საერთოდ ვხედავთ და გვესმის.როგორც შუქი, ან შუადღის ხვატი,როგორც უეცრად გამსკდარი ჭურვი,თუნდ სიყვარული, რომელიც მუდამგამოამჟღავნებს საკუთარ სურვილსდა არასოდეს შეგვეკითხება,რომ ჩვენ, ხარების დამფრთხალი ჯოგი,რა გამწარებით ვიხდით ტანსაცმელსან ასე სწრაფად რატომ ვშლით ლოგინს.ვიღაც კითხულობს: – ქარი თუ ჩადგა?შიშით კითხულობს ცხოვრების მცოდნე,რადგანაც ქარი მუდამ გულისხმობსდამწყდარ სიმებს და დაცვენილ ფოთლებს.მაგრამ მე აქ ვარ, ვაზის ლერწივითდა მეც იმდენჯერ გადავტყდი დღემდე,ვიცი მთავარი მერე იწყება,გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.ამ ფოთლებისთვის და ამ სიმისთვის,ამ ლერწმისათვის, რადგან მის ღეროსმუდამ სჭირდება ერთი გრიგალი,რომ ჩახლჩილი ხმებით იჟღეროს.ლელიანში კი, თუმცაღა უქმადჩალპება ჩალის მრავალი ღერი,სიმღერით მხოლოდ ქარიშხლისაგანგადამტვრეული ლერწამი მღერის.შენც ნუ გგონია, რომ დამამარცხედა სისხლიანი ფეხებით შემდეგ,რადგან მთავარი მერე იწყება,გაცოფებული ქარიშხლის შემდეგ.