↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეათე ძმა

ლობჟანიძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი2485 ნახვა

—
სად არის ჭერი,სადაც შევძლებთავის მიდრეკას,კარი გამიღე,სიყვარულო,მოვედი,მე ვარ,კაცი, რომელიცჭერს დაეძებსდა საკუთარ თავსისე გაურბის,როგორც სასტიკ,ულმობელ მდევარს.სად არის სახლი -დამფარავი ცხელი ვნებისა?კარი გამიღე,სიყვარულო -ძველო მევალევ,და დამიცავი,გადამმალე ჩემივ თვალისგან,რომლის მზერასაცდღემდევერსადვერ დავემალე.ჰო, ერთიბეწო თხილის გულიცხრა ძმამ გაიყო,ვერ შეჰკადრებდიიმათ ძმობას ფიქრებს ბიწიანს,მე კი იმ ცხრა ძმისმეათე ძმავიყავი მუდამდა ჩემმა წილმათხილის გულმაარ მომიწია.იქნებ, თვალები მექცეს ჭერად? -ესეც მიცდია:შევვანებივარ ქუთუთოს სხვენს,როგორც ობობა,მაგრამ იქ მუდამცრემლისწვიმაჩამომდიოდადა თვალთა ჭერიცუნუგეშოდთავს მემხობოდა.არსად სინათლე,ყველგან წვიმა წკრიალებს ცივად,-ქვაზეც,ბალახზეც,კუბოსა თუ გულის ფიცარზე...საით მიდიხარ,მეათე ძმავ,რა ჭერს დაეძებთხილის გულივითპაწაწინადედამიწაზე.
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი