↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრის სახლი

ლობჟანიძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი2490 ნახვა

—
ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,კარებიდანკუბო ვერ ეტევა....
ისიც, უიმედოდ შეყვარებულიც,ცხოვრებისაგან ხელნაკრავიმარტოსულიც,ორჯერ გავამზადეთ:ერთხელ _ სახლში,მეორედ კი სადარბაზოში,რადგან კარშიმისი სასახლე ვერაფრით გამოვტიეთ...
სიცოცხლეშიბროლის კოშკი ედგა,იჯდა და ელოდა,ჯერ თმა გაუთეთრდა,მერე სისხლი,მას კი მაინც უყვარდა,უყვარდამეორე მარტოსული,რომელმაცმისი სიკვდილის ამბავი რომ გაიგო,ცხედრისაკენ კი არ გაეჩქარა,იქით წავიდა,სადაც სიცოცხლეში სიგარეტებს უნახავდა ხოლმეჩემი გარდაცვლილი, ღარიბი მეგობარი,ვინც ალბათ ამიტომაც -და არა სნების გამო -სიცოცხლის ბოლოს მოიძულამუდამ ნასურვები ყავა და სიგარეტი...
რა ღირს პოეზია,ბროლისკოშკიანო,პატარასახლიანოჩემო მეგობარო? -მთელი სიცოცხლემოლოდინით ამოღამებული,თეთრი სისხლი,პატარძლის კაბის ფერი,რომლის ჩაცმაც არასდრს გეღირსება,ერთი კოლოფი სიგარეტი -უჯრაში ჩარჩენილი...
ღმერთო...სიკვდილო...სიცოცხლის ანგელოზო...ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,კარებიდანკუბო ვერ ეტევა...
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი