↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაბულის მასწავლებელი

ლობჟანიძე გიორგი

2010-08-126 წთ საკითხავი2495 ნახვა

—
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელიდა გასწავლი,როგორ აუღლოსიყვარული სამივე დროშიუმარტივესად,რადგან არაბულსდროის გრამატიკული კატეგორია არა აქვსდა, შესაბამისად,არაფერიწარსულად, აწმყოდ და მომავლადარ ნაწილდება.აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოებიდა უმომავლო წარსულები,ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდიამათ მობურბურე,მცხუნვარე საკირეში.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელიდა ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,არამედ საქმით -"ფაყალა" ძირით,რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:უწარსულო აწმყოშიუაწმყოო წარსულსა დაუწარსულ-უაწმყოომომავალში:საინტერესოდ იტრიალებს"ფაყალა" ძირიმე და შენ შორის.
ვიკითხოთისლამამდელი არაბული პოეზია,უმეცრების ხანის,ხალხის სიბნელის დროინდელი,სიბნელიდანჟღალი აქლემივითამონათებული,უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,სანამ სავსე მთვარე დაგვნათის დამაინც უკუნია,რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულანახევარმთვარისავადმოელვარე,ეული მახვილი.ვიკითხოთ ყურანი,რამაც უმეცრების ხანა გაანათაღვთისგან ნაბოძებინატიფი სურებით.
სურა ოთხმოცდამეერთე,"დაგრაგვნა":
"როს მზე დაიგრაგნება,როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,როს მთანი ამოძრავდებიან,როს ცხრა თვის მაკე აქლემებიუმეთვალყურეოდ დარჩებიან,როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,როს ზღვანი გადაივსებიან,როს სულნი შერწყმულ იქნებიან,როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ -რა ცოდვისთვის მოიკლა?როს გრაგნილი გაიშლება,როს ზეცა აიშლება,როს ჯოჯოხეთი გახურდება,როს სამოთხე მოახლოვდება,გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!"
და ეტყვის სული:უფალო,მე ვიყავიცოცხლად დამარხულიშენგან ნაბოძებ სხეულშიამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს აყოლილი,ადამიანური მოვალეობებიდანვერ გამომღწევი.მე ვერ გავიგედა იქნებ, შენ ამიხსნა,რა ცოდვა მომეკითხა,რისთვის დავიმარხე,რა შეცოდებისათვის მოვიკალი,თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,სანამმსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდიდა სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!
ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,რადგან შენ შექმენიკარაქზე უფრო რბილი საშოები,ქვიშის ბორცვებივითმკვრივი დუნდულები,ენერგიული,მსხვილი ბაგეები,ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,შენ ჩამომკიდევნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი -ყველგან შეღწევის დაყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,როგორც სული,თუ უფრო:სამშვინველი.
შენ შექმენი ჩემი ასოდა ასო წიგნისა,რომლითაც იწერებაყველა ენის ყოველი ნაწერი,მათ შორის, არაბული...და იწერებოდა არაბულადათას ერთი რამე:"ათას ერთი ღამე""მაკამები","ღაზალები", თუეპისტოლე-ტრაქტატები,რომელთაგან აღსანიშნავია:მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის"სიყვარულის თარჯიმანი",ალ-ჰალლაჯის"შეითნის ეპისტოლე",აბუ ლ-ალა ალ-მაარის"შენდობის ეპისტოლე"და უავტორო"ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული".
და, უფალო,მე ვიყავი მიმომფანტველი,იმათგან,შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:
სურა ორმოცდამეთერთმეთე,მიმომფანტველნი:
"დე, დაიხოცონ მატყუარები,რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: -დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი -ბაღებსა და წყაროსთვალებში;მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ ისინი კეთილისმქნელნიმხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ მცირედ წასთვლემდათდა გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა და უპოვართათვისდა ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვისდა თქვენს სულებში;განა ვერ განჭვრეტთ?!"
განვჭვრიტე, უფალო,განვჭვრიტე და გეკითხები:
და ჩემს სხეულში;სხეული რაღად დაივიწყე?!აქაც იმდენი სასწაულია:მარჯნის ბაგენი,კბილები - წყობილმარგალიტი,ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.მთვარეიატაგანი ცაზედა მთვარეიატაგანი -ლაჯებში.გული - შენთა სიღრმეთა მწვდომიდა ასო - შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესიშენი სასწაული;ისე, როგორცვარსკვლავები, მთვრე თუბალახი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.გასწავლი და ასე გიყენებ,რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,არც ჰომო ფაბერი,არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:ადამიანი - მომხმარებელი,გამომყენებელი.
მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:
"ას-სალამუ ალაიქუმ" -მშვიდობა შენდა!ალაიქუმუ ს-სალამუ -შენდა მშვიდობა!ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელიიმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,ნიუ-იორკის ცათამბჯენისმაღალ სართულისერთ აივანზევიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.დავყურებ ფოტოს:ვიღიმები,ვერაფერს ვხედავ,წინ ვიხედებიდა ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!
"ჰირუ უმმიქა!"(აღარ ვთარგმნი)"ჰირუ უმმიქა!" -ერთმანეთს ასე ესიტყვებამაშრიყ-მაღრიბი.
ხოლო ყურანი ამბობს:"ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი ბრძენთა ბრძენია."
მე ეს ვიცოდი,მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,დამშვიდებულიდა უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!
ისიც ვიცოდი,რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა "სურათი"ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,მოგეხსენება:ფოტოს ან სურათსანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზეთვითმფრინავით გადამიარე,და, როგორც ზეცა,გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,ის ზეცა, რომლის გულისგულშიშენ გიდგას ტახტი.
"ჰირუ უმმიქა" -დედისტრაკი,ანდა:"ფაქ იუ"ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,
და ამერიკელს ვინღა ჩივს,თვითონ არაბსაცუკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,ის არაბული,რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩიადა ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:სიზუსტისათვისდა სიზუსტის სილამაზისთვის;როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტიიყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,მოხვევნას და არა - გასრესვას,რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.
მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:მე შენ გასწავლე:მუცლით როკვა,აქლემზე ჯდომა,ინახით ჯდომა,და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,ამ ქვეყანაშიშექმნა წიგნიდა თვითმფრინავი,მსხვერპლი - ჯალათი...უფალმა შექმნა მოწაფე და,რაც მთავარია,შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი