პოეზია · ლირიკა
სანთელი
რომ ყველაფერი საბოლოოდ გახდეს ნათელიმე და შენ შორის,ყველაფერი იყოს თავიდანბოლომდე სუფთა _გავამხილოთ ჩვენი სათქმელი,ვანდოთ ერთმანეთს, რაც ჩვენს ბაგესარასდროს უთქვამს.თორემ, ხომ ხედავ, რა ძნელიაჩვენში გაჩენილუსასოობას შეგვაჩვიოს ყოველმა წუთმა.ხედავ, ჩვენი დღე იწურება,თითქმის გავიდადა ჩვენ გარშემო თვით სიჩუმეიმგვარად სუნთქავს,რომ ყველაფერი საბოლოოდ ხდება ნათელი.