პოეზია · ლირიკა
ედგარი
ერთ დილას, როცა ტკბილ ძილბურანშიმე ვიჯექი და ვამუღამებდიჩემი ძილიდან და ღვიძილიდანაღმოცენებულ მთვარეულ ფიქრებს,როცა ქუჩიდან ყვავის ჩხავილი,დაღლილი, როგორც შავი ყვავილიმახსენებდა, რომ უნდა ვიბრძოდეამქვეყანაზე ვარსებობ ვიდრე,
როცა შორეულ სანაპიროდანქარში აღწევდა ხმა მანქანებისდა უხილავი ცოცხის შრიალიპირს უფატრავდა გაშოტილ ქალაქს,მე უცნაური განცდა მეწვია -რომ ჩემი ყოფნა მხოლოდ ეჭვია,რომელიც სურვილს გადაეჩვიადა სიხარულის დაკარგა ძალა.
მე აღარ მახსოვს - რა დილა იყო,ავი რა იყო, კარგი რა იყო,რას ვაპირებდი იმ დღეს საერთოდ,რას მაუწყებდა კედლიდან ჯვარი,სად არის სული, ანდა სამოთხე,რა უნდა მოხდეს, ანდა - არ მოხდესან ხანი როგორ უნდა გამოხდესამ ქანცგაწყვეტილ მზითა და მთვარით.
ჩემს ოთახში კი ვიღაც ყვიროდა -ხმები ქუჩათა, საპატიმროთა,ხმები ჩაწყვეტილ საბაგიროთაენარცხებოდნენ ოთახის კედლებს.ხმები, რომლებმაც ლანდად მაქციეს,მე მაგონებდნენ რაღაც საქციელს,რაღაც ერთადერთ, ნამდვილ საქციელს,რომლის ჩადენა ვერასდროს შევძლე.
გაუშვი, ქვეყნად ვიღაც ბრაზობდეს,ვიღაც ანგლობდეს, მატრაბაზობდეს,ვიღაცას გული გადარაზოდეს,ვიღაც გალაღდეს, ვიღაცას შერცხვეს,ვიღაცას თავიც აღარ ახსოვდეს,არც გაახსენდეს - აღარასოდეს,მე მოვიგონებ იმ ერთ საქციელს,რომლის ჩადენა ვერასდროს შევძლე,
ურომლისოდაც დრო შეიცვალა,ამქვეყანაზე დარდმა იძალა,თითქოს ვიღაცა გარდაიცვალადა მისგან დარჩა ფერმკრთალი ლანდი,და მხოლოდ ხმები საპატიმროთა,ხმები ჩაწყვეტილ საბაგიროთააღიარებდნენ უთქმელ პირობად,რომ სინამდვილე აღარ ჰგავს ნამდვილს.
დაღლილი, როგორც შავი ყვავილი,მინარეთებზე მდგარი ალივით,მე ფოლორცებში ჭმუნვით გავივლიდა მოვიგონებ ყოველთვის ერთ დღეს,როცა მოწყინდათ ჩიტებს სირობა,მავთულზე ხტომა, მებოძირობა,როცა დუმილის დადეს პირობა -როცა ჭყივილი მობეზრდათ მერცხლებს.