პოეზია · ლირიკა
*** "შალომ ლე შალომ"
შალომ ლე შალომგამარჯვება, ისრაელისადამშვენებულმაგადმოშალოს მუხამ ტოტები.იერუშალაიმ,მე სიცოცხლე შენით მეღირსა.შენი შვილი ვარდა ქართველად კი ვიწოდებიიავნანაზე, ჩემი ბაბასწავლობდა ივრითს.ქართულ სუფრასთანჩაიარა ჩემმა ბარმიცვამ.თუ ვარ ქართველი-ებრაელილამაზად ვივლი.ივრითულ ადათსუკანასკნელ დღემდე დავიცავ.შალომ ლე შალომმივაბიჯებ დღესაც კულაშში.ჯამში ავანთებ,მეიდანის მწველ ბაიათებს.ათოვთ მწვერვალებს,მითეთრდება მეც წვერ-ულვაშიძვირდება წლები დასიყვარულს ვერ აიაფებს.თუ იეთიმ გურჯის სიმღერებითვიხსენებ თბილისსდა თუ სოხუმის სანაპირო,ძილშიც მაბოდებსხვალ ჩემი შვილი,მტკვარზე ტივით ლაღად ჩაივლისშემოუდგებით ჯამაათშიძველ სინაგოგებს.შანა შელ შალომ, გამარჯვება ისრაელისა,მშვიდობა შენდა, დამიზარდე კიდევ კაცები.იერუშალაიმ, მე სიცოცხლე შენით მეღირსადა მადლობა ღმერთს,რომ ქართულად გენაცვალები.ჩემს საქართველოს და ისრაელ ვენაცვალები!ორივე ასე ნატანჯია და ნაწვალები…ლეხაიმ ახი!გაგვიმარჯვოს!ამინ!შევსვათ აბა!თოდა რაბა, თოდა რაბა.