↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22156 ნახვა

—
თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ?თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები?გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში,როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო?ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო...ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო?ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო...გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო?ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება?გული არ დაგენაცრება?რა ქნან, სანამდე გიცადონგაციებულმა ტაძრებმა?!გუმბათებს ჟამი დაბელავს,დროის ზავთი და ხინჯები,ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ,"ხორუმს" კლარჯელი ბიჭები.ჩემო ციხევ და ნათელო,ჭირიმე შენი გამჩენის!შიგნით რას მერჩი ქართველო,გარეთ გვყავს გადასარჩენი!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი