↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მემედ ბატონი

გორგილაძე ზურაბ

2026-07-182 წთ საკითხავი22165 ნახვა

—
ქოხების ყორყში ამოსული ქართული სულისდიდო პატრონო,ვაზის ძირებში მიმალული ქართული ენისდიდო პატრონო,ტაძრის ზარებში შეყუჟული ქართული სიტყვისდიდო პატრონო,ლოდების ძირში შემოდებულ ქართული ძვლებისძველო პატრონო,დიდება შენი, დიდება და ცხონება შენი,მემედ ბატონო!
რა საჭიროა, რომ გიხსენო სამასი წელი,წელი წარსული,გონიოს კართან ავბედითი სრიალი ცელის,ძვლების ტკაცუნი,მაჭახლის კართან დადებული ცული და კუნძი,რჯულის სასწორი,სიკვდილს კართან დუმილი და ღიმილი ძუნწი,ძალა კაცობის,ხიხანის თავზე მოხეთქილი ბებერი მუხატოტებმაგარი,ვისთვის სიკვდილი, ვისაც ქვეყნის სიცოცხლე უყვარს,ვისთვის ზღაპარი.
და თუ ვახსენე, ნაოხრალმა მესხეთმა რა თქვას,მემედ ბატონო,და თუ ვახსენე, ნაოხრალმა კახეთმა რა თქვას,მემედ ბატონო,სისხლში დამხრჩვალმა ალაზანმა რა თქვას,ბატონო,კისერმა, კევრით დაღლეტილმა, რა თქვას,ბატონო,ძუძუმ _ დაჭეჭყილ-დაშეშხილმა, რა თქვას,ბატონო,რა თქვას ბატონო!
იყალთოს ტაძარს ენგრეოდა ტანი ტიტანი,კახეთში ჩიტიც აღარ დარჩა ამბის მიმტანი.მხოლოდ ყორნები ფარფატებდნენ ჩვეულ სისხარტითდა შავ ქოჩრებზე წმენდნენ სისხლში მოთხრილ ნისკარტებს,აქ, კოლხეთში, რიონის თუ რუხის ნაპირთან,რამდენი თავი ხორცის ნაგლეჯს გლეჯდა აკვნიდან.გლეჯდა, ბორკავდა და მიჰყავდა მწითურ თათართანდა მაინც მაინც საქართველო აღარ გათავდა..რა საჭიროა, რომ გიხსენო ეს ყველაფერი!ზურნის ჭიჭყინი თუ ველური დაფი დაფების.რა საჭიროა, ნახსენები ვახსენო სხვაგანდა ისიც ახლა, როცა სულ სხვა დროშა მპატრონობს.და იმ ქართველმა, ვისაც კიდევ უღელი ადგას,რა თქვას, ან რა ქნას, მემედ ბატონო!ქოხების ყორყში ამოსული ქართული სულისდიდო ბატონო,ლოდების ძირში შემოდებულ ქართული ძვლებისძველო პატრონო,დიდება შენი, დიდება და ცხონება შენი _მემედ ბატონო!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი