↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეთევზე ბიჭის ბალადა

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22159 ნახვა

—
ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.
წელს ზევით კი... ვარდისფერი ბუსუსების ფორები,წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.
დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდადა მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმამკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.
და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი