↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები"

კაციტაძე გელა

2026-07-181 წთ საკითხავი621 ნახვა

—
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალებიიასამანის საღამო ეცვაზღვაში შეჭრილი ფერისცვალებისსევდანარევი ფრთა შეეკეცადა ტალღის შრიალს შრიშინი ფანქრისაჰყვა კვალდაკვალ შალა სიშორევიყავი ყველგან სად ქარი დაჰქრისდა სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვეჩემში ქართული რეკენ ზარებიმიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებსმგზავრის სიმღერად დავიარებიშარად შორს შარის შური მამძიმებსდა იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშასვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენსრაჭაში მინდა სხვა არა მიშავსდაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენსნაპირზე დავრჩი ნაფეხურებადცივი ცრემლები სცვივათ წამწამებსმე მიწა წიგნად დამეხურებადა პოეტობას ბედი დამწამებსმზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალებიიასამანის საღამო ეცვადა თითქოსსხივთა ფერისცვალებისსევდანარევი ფრთა შეეკეცა.

კაციტაძე გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი