↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბა, მამაო

თვარაძე ზაზა

2010-08-121 წთ საკითხავი1653 ნახვა

—
რა საჭიროა ტყუილები - ისეც მტკნარიაქვეყანა. ჩემ გულს არასოდეს გაუხარია,მახსოვს ხანდახან - ნაშუადღევს როგორ დაღამდადა შეღამება იდგა როგორც ლანდი საგანთა,მახსოვს ხანდახან - მიმატოვა ქვეყნად მამამან,მხოლოდ ხანდახან მეხმარება ჩემი მანანა,ვეძებდი ბინას, თავშესაფარს - ვპოვე სასტუმრო,დამკლეს, დამსისხლეს, ეხლა უნდა დამაბასტურმონ.აბა, მამაო, დამიხსენი ძე შეცთომილი,ცარიელ ცისქვეშ ვბორიალობ, როგორც ცთომილი,მზე აღარ მახსოვს, აღარ ვუმზერ ღამე მთვარესაც,ჩემ სისხლში ცივმა ქარიშხალმა გაითარეშა,სიზმარში ვცხოვრობ, დარდი მბაწრავს, ცრემლად ვიღვრები,აბა მამაო, ამიხდინე ის სხვა სიზმრები,რომ აღარ ვიყო მოჩმახული, როგორც ზღაპარი,აბა მამაო, შენი კალთა გადამაფარე.

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი