↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის ჩონჩხი

თვარაძე ზაზა

2010-08-121 წთ საკითხავი1656 ნახვა

—
ერთხელ საღამოს ვიჯექი მარტო,წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალაარც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის,არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს,თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად,მეზობლისაგან ნათქერი ჭერი,ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას,თუმცა ამქვეყნად არა მყავს მტერი,ვერ ვგრძნობ ამხანაგს, მხოლოდ ხანდახანროგორც ქარხანა, მიშტამპავს შეშლილსეს ცრუ ქალაქი, და გადაფარავსწამიერ სითბოს უწმაწურ გესლით,მხოლოდ ხანდახან ქუჩის ტრომბებშიარტერიული იყმუვლებს წნევა,როგორც ალხანას თავის ჩალხანამიკივლებს: ჰეი! ადექი! მე ვარ!მოდის ძმაკაცი ლოთურ ბარბაცითდა ღრანჭებიდან ნიჰილიზმს ისვრის,უსაზრისობა საზღვარს გადაცდა,საზღვარს გადმოცდა ქვესკნელის ნისლი,ზღვიდან მოტანილ ფერად ნიჟარებსვალაგებ, როგორც ბარტყების გვამებს,თავს ვეღარ ვაღწევ მლაშე სიზმარეთს,საშიშ აკორდებს, შემზარავ გამებს,რაღაც ციფრებად იქცა სინათლე,სულიც იღვრება სისხლად და წყალად,მივდივარ სადღაც, ძლივსღა მივათრევშერჩენილ ბოდვებს სულ უფრო მკრთალად,ხელს მიქნევს ჩონჩხი ძმური სინაზით:«წამო, ძამიკო, გავცდეთ ამ ქალაქს,ჩაკარგულს ქვაში, ჩაკლულს რკინაში...წამო, ძამიკო!გავიქცეთ ჩქარა!»

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი