↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "წარსულის ბაღებში"

თვარაძე ზაზა

2001-08-121 წთ საკითხავი1654 ნახვა

—
წარსულის ბაღებში ჩიტები სხდებიანდა მწითურ ნათელში აფენენ ჰანგებსგაიგე? ეს მხოლოდ ჩიტების ხმებიათუმცა შენ არ ჰგავხარ ამ ჰანგის გამგებს.მეც ეს ყველაფერი გიამბე განგებრომ მეთქვა რაიმე _ არ ვიცი რისთვის _ბავშვებზე, ბაღებზე, გინდ _ ბაღის გამგეზე,ადრე რომ ცხოვრობდნენ, იმ დიდი ცის ქვეშ,იქ, სადაც ტოტებზე ჩიტები სხდებოდნენდა ჟასმინის მსგავსი პატარა გოგორაღაც საიდუმლოს ანდობდა მეგობრებს:მეც მათში ვიყავი _ არ ვიცი, როგორ.

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი