↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბავშვები ქვიშაში

თვარაძე ზაზა

2001-08-121 წთ საკითხავი1655 ნახვა

—
ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.ცარცით ასფალტზე შემოვხაზავდიდ კითხვის ნიშანს.ქარი ქრის, ეზო ქარით არის პირთამდე სავსე.ქარი წაიღებს ჩამოცვენილ ფოთლებსდა ქვიშას.მე ვხედავ ბავშვებს,და Aჩამავალ მზის მყიფე სხივებსდა უნებურად მაგონდება, რომ ეს ქვეყანაარის იგივე _ მუდამ, მუდამ არის იგივე,ეს ქვიშაც მუდამ ისე ყრია, როგორც ეყარა.ჩავალ ეზოში. გადავხედავ ქვიშაში ბავშვებს.ისინიც ისე მიყურებენ დიდი თვალებითროგორც გნომები...ეჭვითა და სიფრთხილით სავსეავალ ჩემს სახლში, ქვეშაგებში ჩავიმალებიდა არ ვიფიქრებ არც ქვიშაზე და აღარც ცარცზეარც სხვა რაიმე მინერალზე,რაც ქვეყნად არი,რომ საღამოა,და რომ ცარცით მიწაზე ნაწერსმალე გადაშლის წვიმისა და სიბნელის ჩვარი.

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი