↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე ნაგავში

თვარაძე ზაზა

2001-08-121 წთ საკითხავი1648 ნახვა

—
ავტობუსები ასახიჩრებენ ქალაქის ხედებს.მეეზოვეებს ლახვარივით ცოცხი უჭირავთდა ხვრეტენ ქუჩებს, ტროტუარებს,ფილაქნებს ხვრეტენდა მატლებივით მიძვრებიან ჩემი ქუჩიდან.ხვრეტენ აივნებს, ავგაროზებს,ხვრეტენ ჩემოდნებს,ლიანდაგებს და ბინძურ ბაქნებს,ფეხით გათელილს,ღამე გახვრეტილ ვაგონებშიქარი შემოდისდა იმ შორეულ,იმ მეწამულ ზღვათა ნათელი.აღმოხდების მზე,ჩახდების მზე,შემოხდება მზე.მეეზოვენი აფთრდებიან წრეგადასული _არ ვიცი როგორ, ან საიდან შემომეხიზნენდა საცერივით დამიცხავეს მთელი წარსული...ავტობუსებიასახიჩრებენ ქალაქის ქუჩებს.მეეზოვეებს ლახვარივით ცოცხი უჭირავთ.ეს ნაგავია _ გარშემო რომ შემომიქუჩეს.ეს ჩემი მზეა _ რომ ცახცახებს ასე დუხჭირად.

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი