↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვანე ბალახი

თვარაძე ზაზა

2010-08-121 წთ საკითხავი1647 ნახვა

—
რამ დაგაღონა? - მკითხა ერთხელ მწვანე ბალახმა.მე ვუპასუხე. და ბალახი სწრაფად გადახმა.რა დაგენანა? - მკითხა უკვე გამხმარმა ველმა.მე ვუპასუხე. მან კვლავ მწვანედ დაიწყო ღელვა.იქ ქარი ქროდა, იქ ჩიტების გუნდი გალობდადა ყველა საგანს ახლდა მკაცრი მიუვალობა."რა დაივიწყე?!" - ხმაურობდა მთელი ადგილი,მე ვუპასუხე - რაღაც სადა, რაღაც ნამდვილი.თუ სინამდვილე სიზმარია, რაა სიზმარი? _ეს მე არ ვიცი, მე ვარ კუშტი და საზიზღარი,რადგან ვიცხოვრე აუტანელ განცდის ამარა,რომ წინდაწინვე ბედმა რაღაც დაასამარა.რა არის გრძნობა - სისხლისფერი მძიმე ყვავილი,მე ბილიკებზე გაქარვებულ სევდით გავივლიდა უჩვეულო ხმით შემძახებს მთელი ბუნება,რომ სინანული ჩემს გულს ცეცხლად ელამუნება.მე მესმის განცდა, მე ბალახის მესმის სიმღერა,მე ისიც მესმის, სინამდვილე როგორ ირღვევა.მაგრამ ერთხელაც დავიწყება მთხოვა ბალახმა.მეც დავივიწყე.და ბალახი ისევ განახლდა.

თვარაძე ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი