პოეზია · ლირიკა
მეორე მიძღვნა
თქვენ გააუქმეთ მანძილები და აღარ არისწვალება, მაგრამ ვიტყოდი რომ გარკვეულ დრომდედა არცთუ ისე საშიშია, მოვიდეს ქალიდა არცთუ ისე სხვანაირი შეგრძნება გქონდეთ
და გეჩვენებათ, ფიქრებს შორის და კედლებს შორისროგორ იზრდება და მცირდება გაშლილი კუთხე,ეს მისტიური მოვლენაა, სხივია... sorry:ეს შორეული სინდრომია უმაღლეს ხეთა
გარდაცვალების, გარდასახვის, სპლინის და მორფისდა ღია ფანჯრებს ამტვრევინებთ (ეგ ადრეც იყო)და ყველაფერი რა კარგია და თქვენში მყოფიისედაც თეთრი კლაკიორი ოდნავღა გიყვართ
და სინდისს ქენჯნით, საღამოა და რამდენს გთხოვენ,როცა უბრალო თოჯინა ხართ და ასე მოგრთეს,28 ა-ში რეალურად იზრდება ხევიდა შაბათამდე ელოდებით ინგლისელ ლორდებს
და ასე შემდეგ... დროს მიჰყვებით, ატარებთ, მისდევთდა გრჩებათ, რაღაც, ძირითადი, მცირედი, თითქმისარარსებული, რის გარეშეც, შემინდეთ, მისტერ,თქვენ ვერასოდეს შეიყვარებთ საკუთარ სიკვდილს.