↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მღვრიე ქარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
თოვლის მხარე,ნისლიანი მთა და ბარი.მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი...ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი, მღელვარებათჩქეფდა ღვარი,ტრიალებდა, როგორც ფარი,შემოდგომის ჩქარიქარი.მეფის კარი,ნანგრევები, ნატახტარი...მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი.აქეთ ქუჩა, იქით ჯვარი და დროშები გარი-გარი...ისევ ქარი,მღვრიე ქარი,მოდის მტერი.იკეცება ალყათ ჯარი.ცხენზედ მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი.კონონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი.ისევ ქარი,მძაფრი ქარი,თქეში, მთელი ნიაგარი!..სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი.ისევ მძიმე პეტერბურგი და ამიდი ბობოქარი...ისევ ქარი,მღვრიე ქარი!
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი