↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მღვრიე ქარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96966 ნახვა

—
თოვლის მხარე,ნისლიანი მთა და ბარი.მოვიმხარი მისი გზები,სიცივე და მღვრიე დარი...
ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი,მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი,ტრიალებდა, როგორც ფარი,შემოდგომის ჩქარი ქარი...
მეფის კარი,ნანგრევები, ნატახტარი...მეფე ტყვეა; ტყვეა მეფისამირბარი, სპასალარი.
აქეთ ქუჩა, იქით ჯარიდა დროშები გარი-გარი...ისევ ქარი... მოდის მტერი, -იკეცება ალყათ ჯარი.
ცხენზე მცდარიმწარედ ჰკივის მეომარი.კანონადა მშობლიურიდა ღრუბელი შავად მდგარი .
ისევ ქარი, მძაფრი ქარი,თქეში, მთელი ნიაგარი!სული ძლიერ აფეთქებისდა სიცივე ჯადოქარი.
ისევ მძიმე პეტერბურგიდა ამინდი ბობოქარი...მღვრიე ქარი!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი