↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მღელვარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
გამწარებული ეხეთქება ტალღა ქვა-ლოდებს,ხან გაიბრძოლებს გრგვინვა ჩქარ-ჩქარი.
თავგანწირული ოკეანე საზარლად გოდებს,ქუხს, იმუქრება მეხის ხარხარი.
მაგრამ ჩემს ხომალდს არ აშინებს ბრძოლათა ხედვა,იგი მოივლის ქვეყნის დასავალს!..
ამდიდრებს მისი გამძლეობა და გაბედვებიმხოლოდ პოეტის თავგადასავალს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი