↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მფრინავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ისეთმა ქარმა დაჰბერა,ქვეყანას რომ არ სმენია,ისეთ სიმაგრეს მიაწყდა,ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.მოჰქრის ისეთი ალალი,ცას რომ არ გაუჩენია.გაწითლდა ცა და ხმელეთი,ცის კიდეს სისხლი ჰფენია,ოკეანემდე მისულა,კიდეებს გადადენია,გადაულეკავს ნაპირი,ყველგან ალმურის მჩენია -არასდროს ასეთი ფრენით,გასტელო, არ გიფრენია.სხვისი შენ არა გინდა რა,შენი რაც არის, შენია.დაჰქრიხარ კიდით კიდემდე,ცას ვარსკვლავები ჰფენია.ხედავ: მშობლიურ მწვერვალებსშუბლი ცას მიუბჯენია,ძირს გაფენილა სამოთხე,დახედავ, იგრძნობ: ჩვენია!არასდროს ასეთი ფრენით,გასტელო, არ გიფრენია.მტერი სწყვეტს ბავშვს და მოხუცებს,გულს მოედება გენია,თავი რათ გვინდა ცოცხალი...განა ეს მოსათმენია?გასწი, გასტელო, შენთვის მზევერ დასთვლი, რაოდენია -შენს სიკვდილს მოაქვს სიცოცხლედა გამარჯვებაც ჩვენია!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი