↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ აზია ვართ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
ჩვენ აზია ვართ, ღარიბი ვართ, მაგრამ ევროპახშირად გვაგონებს მწარე სიტყვას: პატიოსნება!არა, ჩვენ არ ვართ არავის წინ პატიოსანი,პატიოსანი არის მხოლოდ ევროპის კრეზი!მას ყელამდე აქვს ყველაფერი და ჩვენ კი გვიჭირს.გაგვინაწილებს იგი ნებით თავის სიმდიდრეს?არა, მას არ სურს გაჭირვების ჩვენის დანახვა.ჩვენ გაბრაზება და შიმშილი გვალაპარაკებს.ჩვენ აზია ვართ, აზია ვართ, ვართ უკულტურო.უკულტურობა კი ძაღლია, ქოფაკი ძაღლი,რომელიც მუდამ იღრინება და იკბინება,არა, ის უფრო სასტიკია ცოფიან ძაღლზე.არ დაშავდება არაფერი, თუ ჩვენ მას მოვკლავთ.წავიდეთ, მოვკლათ საზიზღარი უკულტურობა.ამბობენ, რომ გვაქვს მოთმინების დიდი უნარი.რაა სულ თმენა? სხვა უნარიც გვიჩვენეთ კიდევ.შრომის უნარი, განათლების, გრძნობის უნარი.ამხანაგებო, მეზობლებო და მეგობრებო!თქვენ დამიჯერეთ, რომ შიშით და შიშის კანკალითშემოგცქერიან ბურჟუები ყველა ქვეყნისა.მაგრამ იმედი მათი არის, რომ თქვენ აიტანთ.ასჯერ, ათასჯერ მათზე მეტი რომ ვიყვეთ ძალით,მაინც ვერ დავსძლევთ ვერასოდეს მათ სიძლიერეს.იგი ჩვენ მაინც უსათუოდ გაგვაცამტვერებს,სანამ ჩვენ მხოლოდ აზია ვართ ჩამორჩენილი.სანამდე მათ არ დავეწევით და არ გავასწრებთძლევამოსილი ინდუსტრიის ახალ კულტურით!მაშ, მუსრი ნაშთებს წარსულისას, მუსრი ჭაობებს,სიკვდილი მასის უნდობარ მტერს - უკულტურობას!
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი