↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
უცხო ვინმე არ გეგონოთ,მე ვარ რატი რატიშვილი,ათი შვილი ცოცხალი მყავს,ასი შვილის შვილისშვილი.
მათში სულ ყველაზე უმცროსსჩემი სახელი აქვს: რატი,მე ასი წლის მოხუცი ვარ,მას წელს შეუსრულდა ათი.
როცა ვკითხავ: „ოცი წელი,მიმდინარე წლებს რომ ერთვის,ვისთვის იყო მეომარი?“ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენთვის!“
შემდეგ ვკითხავ: „ამ დროშებითამ ვარდებით მონაფენიდღე ვისია დღევანდელი?“ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენი!“
ბოლოს ვკითხავ: „მომავალისაქართველოს შვება-ლხენავინ იგრძნოს და უზრუნველყოს?“ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენა!“
ასეც არის! ამ ოც წელში,რაც ჩვენში გზა გაიკაფა,მსგავსზე ფიქრსაც ვერ ბედავდაჩვენი პაპის - პაპისპაპა.
მაშ, მრავალი გამარჯვებისწინ გვიძღოდეს, ჩემო რატი,ოცჯერ ოცი, ოცჯერ ასიდა ათასი წელიწადი!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი