↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ძვირფას შინატეხელს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ცხოვრება შენი, კარგი, კეთილი...სახელოსნოთი კარჩაკეტილი.არ გახსოვს ლუვრი, ნიუ-იორკი,არცა პარიჟი, ჩემო გიორგი.არც საჭიროა, ის არის ცრემლი,შენ კი ცხოვრების გახურებს გრდემლიდა სიყვარული ყველაზე ტკბილის -ახოსპირელის და ევდოშვილის.რამდენჯერ ერთად ტიროდით ქეიფს,რეჟიმებს მძიმეს, სასტიკ ზღუდეებს.თქვენ სვამდით ღვინოს, რომ სულმა იწყოსღელვა, რაც ვერვინ ვერ დაგვავიწყოს.ებრძოდით მუქთახორობას ქარში...ბევრში, ვინ იცის, შენ ერთი დარჩი -სპეტაკი, როგორც ვანქი, სიონი,შენ გესალმება გალაკტიონი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი