პოეზია · ლირიკა
ფრაგმენტი
სიზმარში მითხრა: "პრივეტ!" მაკოცა(როგორ უხდება ამ ქალს ღიმილი)კოცნისას მკერდი ოდნავ შემახო:"სად დაიკარგე?"- არსად. აქა ვარ.მკლავგაყრილებმა გავისეირნეთამ ლანდებიდან იმ ლანდებამდე:"ეს სამყაროა. ეს კი - თბილისი"- ვიცი თბილისი აქ დავიბადე.ჭონქაძის ქუჩას ავყევით აღმა"ეს სახლებია, ეს - მანქანები"- ესენიც ვიცი."აბა რა გითხრა?"- მითხარი რამე მნიშვნელოვანი"მნიშვნელოვანი!" - მითხრა დუმილით.- დიდი მადლობა.ხეთა ჩრდილებშიგავყევით ქუჩას, როგორც ჩრდილები."ეს ხეებია, ეს - ხალხი დადის,ამ სახლში ჩაიკოვსკი ცხოვრობდა"- ვინ ჩაიკოვსკი?"კომპოზიტორი"- ჰო, ეგეც ვიცი.ავუხვიეთ ცხაკაიაზე."ამ სახლში ცხოვრობს თამაზ ჩხენკელი"- თამაზიც ვიცი. მეც მაგ სახლში ვარ დაბადებული.დავეშვით ქვემოთ, რუსთაველისკენ."ეს სიზმარია. აქ ცეკა იყო.ამ შენობაში პარლამენტია",- რა პარლამენტი?"საქართველოსი,ეს სიზმარია!" - მითხრა მეორედ- ვიცი სიზმარიც. არ დამვიწყნია,მეც მაგაში ვარ დაბადებული."მაშინ განვაგრძობ: რა კეთილიაადამიანი, ოღონდ ცოტა ხნით.ეს აკაკია, ეს კი - ილია,ეს - ჩვენი სკოლა, აი ოთახი,სადაც ყოველდღე მელოდი ხოლმედაწყებით კლასში, ცხრიდან ათამდე".გავცდით სკოლასაც, გავცდით მათხოვრებს,ეჰ, ნეტა ეს გზა არსად გათავდეს!"კი, გათავდება" - მითხრა დუმილით,მაინც გავიგე მისგან ნათქვამი,გამოღვიძების მკლავდა სურვილი,ცაში კი ღრუბლის ლევიათანისიხარბით ნთქავდა ცხადის ნაპირებსდა უცნაური რისხვით გრგვინავდადა ვთქვი სიზმარში:- ავდარს აპირებს...ეჰ, ნეტა შენთან დამაძინა და..."რა საჭიროა. შენ უკვე გძინავსისევე, როგორც ყოველ ხორციელს.გესმის, ზეციდან დრო-ჟამის გრგვინვასცხადის ხმა როგორ წარუხოციეს"ხელი შემახო. ავყევით აღმართს"აქ ჭავჭავაძის ქუჩა იწყება,აქ კი შენ ცხოვრობ!"ღმერთო, რა გახდაგამოღვიძება, გამოღვიძება!გავცდით აფთიაქს - ისევ სიზმარში,ავყევით კიბეს თვით ჩემს ბინამდე:"გააღე კარი!" მითხრა სიზმარში,მეც ჩემი გული მის ხმას მივანდე."შედი!" - შევედი. ჰა, ჩემი ბინა!გემორჩილები, გემორჩილები!დავხედე საწოლს - იქ მე მეძინა,პირზე მეფინა რაღაც ჩრდილებიდა თვალთა ოდნავ შეხსნილი გარსითითქოს უჭვრეტდა სიზმრებს ლიბრიანს,ხედავდა ქალაქს, გაფრენილს ქარში,ხედავდა დღეებს, შორს რომ მიჰქრიან,და უცნაური დრო-ჟამის ქროლაგადაეფინა კედლებს, კარადებს,მამცვრია სხივი სარკეთა ბროლმა -თითქოს ღმერთებთან მალაპარაკესდა ვთქვი სიზმარში:"ტკბილო, ნათელო,არ გიღალატებ მე შენ არასდროს,თუნდაც გაირყვნას მთლად საქართველოდა მარტოობამ სიქა გამაძროს,თუნდ ხორციელმა ყველამ დამწყევლოს,ვეღარსად შევხვდე ტოლს და თანასწორს!"...ეს ვთქვი სიზმარში... მაგრამ ვერცა ვთქვი,რადგან მისმა ხმამ წამით დამასწროდა წამით ადრე, სანამ ვეტყოდი(თითქოს გულს მედვა რამ დასამალი)მომიგო სიზმრად:- სამჯერ უარმყოფ,დაიყივლებდეს ვიდრე მამალი!"ეს მოხდა წინათ, ეს მოხდა მაშინ,როცა მეფობდა ტფილისს იროდი.მე გამეღვიძა - ისევ სიზმარში -და იყო ღამე. და მე ვტიროდი.