პოეზია · ლირიკა
*** "მარტია"
მარტია,საჭიკარტიანისლმა ჩაიკრა, ჩაბელა,აღარ გვაღირსა წარმტაცმამზემ მწველი თვალის გახელა.მოწყენილია სოფელი,არ ახალისებს არც ღვინო,მე, ამ წალკოტის მფლობელი,შვილს ვმოძღვრავ, არ შემარცხვინოს.ამინდს ვერაფერს გაუგებ,სტუმარიც სანატრელია,სანამ ტურები წაიღებს,ქათმები დასაკვლელია.გულში ჩაღვრილი ნაღველისასმელმა ამომიქარგა,მაქვს და მექნება სახელი,სახელი არ დამიკარგავს.