↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენ ხარ მგოსანი"

თედორაძე დავით

2020-07-121 წთ საკითხავი9866 ნახვა

—
შენ ხარ მგოსანი და უკეთურებსარ აძლევ ნებას, სული გათელონ,გინდა ნუგეში სცე უბედურებს,გინდა უშველო შენს საქართველოს.შენ გავიწყდება, რომ ხარ უმწეო,როცა მგლებივით ძრწიან მზაკვრები,შენ შენთვის ცოცხლობ სადღაც, უმზეოდ,სულს ბორკილივით ადევს საზღვრები.გტკივა, ტკივილმა ლამის შეგშალა,შენ გიხუჭავენ თვალებს გახელილს,არ მოდრკე, ბიჭო, ერს და ქვეყანასმაინც შერჩება შენი სახელი.რა ვუყოთ, თუკი დღეს ხარ უმწეო,დამიზნებული შუბლში ლულებით,სხვისთვის მზეს ნატრობ, თავად უმზეო,მოძულე ლიქნის და ავსულების.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი